National English Spelling Competition
Congratulations to all of the NESC local round participants. Here a few pictures from Tbilisi Public School 108. Great pictures! Amazing children! We'd love to see you all compete.
2015 წლის სექტემბერში 108-ე საჯარო სკოლა დარეგისტრირდა ამერიკული მშვიდობის კორპუსის მიერ ორგანიზებულ კონკურსში,სახელწოდებით ’’ნაციონალური მართლწერის კონკურსი ინგლისურ ენაში“(NESC-GE). კონკურსი შედგება 3 რაუნდისაგან: ადგილობრივი რაუნდი (სკოლებში), რეგიონალური რაუნდი (ადმინისტრაციულ ცენტრებში),ეროვნული რაუნდი (გადაიცემა ტელევიზიით). ადგილობრივი რაუნდი წერილობითი სახისაა. მასწავლებელი წარმოთქვამს სიტყვას შემდეგი წესით: თავდაპირველად ინგლისურად, 8 წამის შემდეგ გაიმეორებს მის ქართულ დეფინიციას,ინგლისურად და 8 წამის შემდეგ ისევ ინგლისურ ენაზე. მაგალითად Clever (პაუზა) ჭკვიანი, Clever (პაუზა), Clever. ეს პროცესი განმეორდება ყველა სიტყვის წარმოთქმისას. მოსწავლეები სიტყვებს წერენ ორგანიზატორების მიერ ელ.ფოსტით გამოგზავნილ ფორმებში. წერითი სამუშაოს დასრულების შემდეგ, ტესტები და ქულათა ანგარიშის ფორმები გადაიგზავნება ელექტრონული სახით ორ სხვადასხვა ბაზაში.
რეგიონალური რაუნდი შედგება ორი ეტაპისგან: წერითი და ვერბალური/ზეპირი ნაწილისგან. 2015 წლის 30 ოქტომბერს 108-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა ადგილობრივი რაუნდი. მონაწილეობა მიიღო 31 მოსწავლემ (8-12 კლასები).
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhWaLMGaDoqSONQFDDyxQxtJ9THQJ-1KIjfnmyua17lly29NR2NRmSjiR0BDG0_fHCY-z_exkzF0npwIqDLZ1Oi4hRibmmxqKP-fmg0xrmJ_q6jKTAjghKDUDaDtPrs2xy6UFmst-nSxRI/s320/12185051_778417522264474_46037430619292452_o.jpg)
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEi-FYi_qwDmZxow-hOBdRNhZzK7ssGnqXWbpuGohZ8pe7KmHxDl6QQtaQeZZvPBiDKuCtWqGVMjq0I5-fnWlohA7CbOwKA2hMJZSEcckQOTAoIbWDmSa7wa7Ps2tvnZGMMgt-Erc4noqgk/s320/20151030_151348.jpg)
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjEm1e4_mJD1QyQsg-3CNbmfzDZ4vTGM8x5G-H7_TiEAGEyS9vSzQnzO8jOftHGXDaPOBIVmDBx3Ph0kBY1m-WuSceYisPPaY9HeyX_x5GAORM_xtMHCkZDnobqBFtJeCRkaPUPYOpXfI0/s320/20151030_151525.jpg)
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjBwcXGyt1BRFZPB3viQERrGa7y6pjZ63VjLJmym0eGqmFN1N2mazFlq-LmcT41nJ7ggxYcAmvRfRvVHkbkgtZp2r0p-tLUSvEZsctV8IHV-X8nFEbZdlhH9L9_XZZpmVYJKMx8gRk6zuI/s320/20151030_154129.jpg)
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhoz7IA3Jx2C7_c1YJ2FRnVogUJus6jk2pf-ZYGzCGWWOq4F7vy7uiDgwb3zG72SPZn_tJ5xiVnGm5IFX9rh5GLrSF8vBvA80Qwtjvt4pHKlJnMQdARc1a4n1SkBhP9sOOGhpDa47WY_o4/s320/20151030_152308.jpg)
გამოვლინდა 2 გამარჯვებული
8-9 კლასებიდან მაია მორბედაძე და გიორგი ვარამაშვილი. 10-12 კლასებიდან ანა სურმანიძე
და მარი ალადოშვილი. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით და გადავიდნენ
მეორე
ტურში(რეგიონალური რაუნდი), რომელიც ჩატარდა 2015 წლის 12 დეკემბერს ქართულ ამერიკულ
უფროსკლასელთა სკოლაში.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhi3SR3PYjplPixEwk5ebTo-8BqEmdTkv9jRX7ei9tSfFGwaLHUR1mio9zjGE9HPN90RBhXyEHV5ZwvzwDnwRLuClohPrPrxuNTJJEMrn0qTwSKoRQJ2Kb5dI6ayk2q06gd4i06g0-pmps/s400/%255E445794E0A23CB524416E8CC714A37C1FDED6F3827D3FCDD339%255Epimgpsh_thumbnail_win_distr.jpg)
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhkfOe9Ch8pTgFcoikU10gobR-7TgzA8XZdmvpYkIcau9_hAIGy3UN2VDF-X3UTalqBS1Wswt1JRblHKc6M04UjwOl3tEKspBRqE9a2XnHkR7sEQMobGTTGeBLQrYLuAF6J96NKxB4WS5U/s400/%255E8BEDB45A8F419A5D9CEE33DADB4E0772F4DFB5DC85E9ADA9D2%255Epimgpsh_thumbnail_win_distr.jpg)
შეჯიბრი გაგრძელდა
6 საათის განმავლობაში.მარი ალადოშვილი ტოლს არ უდებდა ამერიკული და ბრიტანული სკოლის
მოსწავლეებს,ბევრი მათგანი ჩამოიტოვა უკან და გადავიდა ათეულში თბილისის მაშტაბით.ათეულიდან
უნდა გასულიყო მხოლოდ 4 მოსწავლე. სამწუხაროდ მხოლოდ 1 შეცდომის გამო მარი ალადოშვილი
ვერ მოხვდა ოთხეულში. დასაჩუქრდა მაისურით და სერთიფიკატით.
Комментариев нет:
Отправить комментарий