2017-2018 წწ
კლასი:I
საგანი: ინგლისური ენა
თემა: ჩემი ოჯახი
რეფლექსია
პირველი კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს ახალი ლექსიკური ერთეულები, გათვალისწინებული თემის (ოჯახი) შესატყვისი 6-8 ახალი სიტყვის და რამდენიმე ფრაზის სწავლებით.ახალი სიტყვების მნიშვნელობის დამახსოვრების მიზნით მოსწავლეები ხატავენ ოჯახის წევრებს,ნახატის შესაბამის სიტყვას წერენ ქვეშ.ამის შემდეგ გამოდიან დაფასთან და აკეთებენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციას.
კლასი:I
საგანი: ინგლისური ენა
თემა: ცხოველები და სხვადასხვა
რეფლექსია
ძირითადი ლექსიკური ერთეულების a cat, a dog, a bag, an apple, a log, fog და განუსაზღვრელი არტიკლის დამახსოვრების მიზნით ხატავენ დასახელებულ ცხოველებს,წერენ მათ სახელებს ნახატის ქვეშ,გამოდიან აჩვენებენ თავის ნამუშევარს თანაკლასელებს,ასახელებენ მათ და იყენებენ მარტივ წინადადებას: It is a dog.
კლასი:III
საგანი: ინგლისური ენა
თემა:მისალოცი ბარათები
რეფლექსია
მოსწავლეები ამზადებენ დედის დღისადმი მიძღვნილ ღია ბარათებს,ფერადი ქაღალდებიდან გამოჭრიან ყვავილებს,წერენ მისალოც ტექსტს და უძღვნიან დედებს.
კლასი:III
საგანი: ინგლისური ენა
თემა:სასაცილო მონსტრი
რეფლექსია
შესწავლილი ლექსიკის საფუძველზე მოსწავლეები ხატავენ მონსტრს საკუთარი წარმოსახვით,აღწერენ მათ ზედსართავი სახელების გამოყენებით და აკეთებენ პრეზენტაციას.
კლასი:III
საგანი: ინგლისური ენა
თემა:წელიწადის დროები
რეფლექსია
კლასი:III
საგანი: ინგლისური ენა
თემა:ზღვის ქმნილებები
რეფლექსია
2016-2017 წწ
კლასი:III
საგანი: ინგლისური ენა
თემა:ზამთარი
რეფლექსია
მოსწავლეები ხალისით ხატავენ ზამთართან დაკავშირებულ სხვადასხვა სურათებს. გამოდიან დაფასთან და აღწერენ თავიანთ ნამუშევარს. ეს აქტივობა მათ ძალიან მოსწონთ.
საგანი: ინგლისურუ ენა
თემა: პატარა მონსტრი
რეფლექსია
სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტის წაკითხვის და გააზრების შემდეგ მოსწავლეები ხატავენ,აღწერენ მოთხრობის გმირს
კლასი: III
საგანი: ინგლისური ენა
თემა: ლექსი-სიმღერა "ედელვაისი"
რეფლექსია
მოსწავლეები ყვებიან ლექსს "ედელვაისი", შემდეგ ვასწავლი სიმღერას.ხალისით და მონდომებით ასრულებენ დავალებას.გაკვეთილის ბოლოს დამოუკიდებლად მღერიან.განსაკუთრებით გამოირჩევიან გოგონები.გაკვირვებული და აღფრთოვანებული ვარ სიმღერის ხარისხიანი შესრულებით.
კლასი:III
საგანი: ინგლისური ენა
თემა: მისალოცი ბარათების გაკეთება და მისალიცი ტექსტის შედგენა
რეფლექსია
მოსწავლეებს მივეცი დავალება გაეკეთებინათ მისალოცი ბარათები და შეედგინათ მისალოცი ტექსტი.შეუდგნენ ბარათების გაკეთებას,გაფერადებას,ქაღალდის ყვავილების გამოჭრას,ტექსტის მოფიქრებას და ბარათზე დაწერას.
საგანი: ინგლისური ენა
თემა: გამოგონებები
რეფლექსია
კლასი: III
საგანი: ინგლისური ენა
თემა: წელიწადის დროები
რეფლექსია
მოსწავლეებს გაკვეთილზე მივეცი დავალება.უნდა დაეხატათ ნახატები თემატიკაზე "წელიწადის დროები"და ჩაეწერათ ინგლისურად თითოეული სეზონის დახასიათება.ხალისით შეუდგნენ მუშაობას და შექმნეს ნახატები,რომლებიც,ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა.
კლასი: III
საგანი: ინგლისური ენა
თემა: ლექსი "აქ არის ბენდი"
რეფლექსია
მოსწავლეები ყვებიან ლექსს. შემდეგ ხატავენ ლექსის პერსონაჟებს. გულმოდგინეთ არჩევენ ფერებს და აფერადებენ. ნახატები მართლაც შესანიშნავია, უზომოდ კმაყოფილი ვარ.
კლასი : III
საგანი: ინგლისური ენა
თემა: საყვარელი მულტიპლიკაციური ფილმის გმირი
რეპლექსია
გაკვეთილის თემა-ჩემი საყვარელი მულტიპლიკაციური პფილმის გმირი.მოსწავლეები მონდომებით და მხიარულად შეუდგნენ მუშაობას.ყველა მათგანმა თავისი საყვარელი გმირი დახატა და შეძლებისდაგვარად ინგლისურსდ დააწერა სახელი.