среда, 10 февраля 2016 г.

ჩატარებული ღონისძიებები

საახალწლო ზეიმი




სკოლაქ.თბილისის 108-ე საჯარო სკოლა
კლასი II
საგანიინგლისური ენა
მოსწავლეთა რაოდენობა28
ღონისძიების სახელი"საახალწლო ზეიმი"
განსახორციელებელი ვადები4 კვირა
ღონისძიების მიზანი/შედეგი:  ღონისძიების მიზანია საახალწლო განწყობის შექმნა. მოსწავლეები მოირგებენ სახალისო იუმორისტულ როლებს, შეასრულებენ ენერგიულ და საახალწლო სიმღერებს.ყოველივე ეს კი მაყურებელს სასიამოვნო განწყობას შეუქმნის.აგრეთვე ღონისძიების მიზანია მოსწავლეებს განუვითაროს საკუთარი თავის წარმოჩენის უნარი. ღონისძიებაზე მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ექნებათ საკმარისი გამოცდილება და შეძლებენ გადალახონ აუდიტორიის წინაშე სიტყვით, სიმღერითა თუ თეატრალური ნომრის წარდგენასთან დაკავშირებული სირთულეები.



                                             პროგრამა

1. სიმღერები:"Jingle Bells","I Wish You A Happy New Year And Merry Cristmas"
2.თეატრალურ/იუმორისტული ნომრები: "სამი გოჭი", "კნუტები"


                                             რეფლექსია

ღონისძიებამ აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა. მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ დავალებებს. დამსწრე აუდიტორიას მუსიკალური და თეატრალური ნომრები შესთავაზეს. მოსწავლეთა სამოსი საშობაო ორნამენტებით იყო მორთული, რამაც მაყურებლებს სასიამოვნო განწყობა თავიდანვე შეუქმნა. მოსწავლეები სხვადასხვა სახალისო ნომრებით ცვლიდნენ ერთმანეთს. ყველა კმაყოფილი დარჩა.მისალოცი და საქები სიტყვები წარმოსთქვეს დამსწრე მასწავლებლებმა და სკოლის დირექტორმა ქლ. მაია მღვდელაძემ. პირადად მე ძალიან კმაყოფილი და გახარებული ვარ.


                                                  ფოტო კოლაჟი



















































ვიდეო კოლაჟი



















სკოლაქ.თბილისის 108-ე საჯარო სკოლა
კლასი IV
საგანიინგლისური ენა
მოსწავლეთა რაოდენობა28
ღონისძიების სახელი"საახალწლო ზეიმი"
განსახორციელებელი ვადები: 3 კვირა
ღონისძიების მიზანი/შედეგი:  ღონისძიების მიზანია საახალწლო განწყობის შექმნა. მოსწავლეები წარმოთქვავენ საშობაო და საახალწლო ლექსებს, შეასრულებენ საახალწლო სიმღერებს,მიულოცავენ დამდეგ შობა-აალ წელს დამსწრე საზოგადოებას.ყოველივე ეს კი მაყურებელს სასიამოვნო განწყობას შეუქმნის.აგრეთვე ღონისძიების მიზანია მოსწავლეებს განუვითაროს საკუთარი თავის წარმოჩენის უნარი. ღონისძიებაზე მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ექნებათ საკმარისი გამოცდილება და შეძლებენ გადალახონ აუდიტორიის წინაშე სიტყვით, სიმღერითა თუ თეატრალური ნომრის წარდგენასთან დაკავშირებული სირთულეები.

                                             პროგრამა

1. სიმღერები:"Jingle Bells",
2.საშობაო და საახალწლო ლექსების წაკითხვა,მილოცვა


                                             რეფლექსია

ღონისძიებამ აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა. მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ დავალებებს. დამსწრე აუდიტორიას მუსიკალური და ლიტერატურული ნომრები შესთავაზეს. მოსწავლეთა სამოსი საშობაო ორნამენტებით იყო მორთული, რამაც მაყურებლებს სასიამოვნო განწყობა თავიდანვე შეუქმნა. ყველა კმაყოფილი დარჩა. მისალოცი და საქები სიტყვები წარმოსთქვეს დამსწრე მასწავლებლებმა და სკოლის დირექტორმა ქლ. მაია მღვდელაძემ. პირადად მე ძალიან კმაყოფილი და გახარებული ვარ. ყველა მოსწავლემ საუკეთესოთ წარმოაჩინა საკუთარი თავი.


ფოტო კოლაჟი









































воскресенье, 17 января 2016 г.

შეფასების სქემები

პროექტებით სწავლება - ინტელი

საგნობრივი ანგარიში


ინგლისური ენის პედაგოგის მაია თურმანიძის
2016-2017 სასწავლო წლის შემაჯამებელი საგნობრივი ანგარიში



ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის რეფლექსია


  მიმდინარე სასწავლო წელს ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის მიხედვით განვახორციელე  შემდეგი აქტივობები. მოვიძიე მეთოდური ლიტერატურა, შევქმენი ელექტრონული რესურსები, ასევე შეფასების რუბრიკაში შევიტანე ცვლილებები კოლეგებთან უკუკავშირის . ასევე გავიარე ტრენინგები როგორც შეფასების ჯგუფის წევრმა.
  მომავალი სასწავლო  წლიდან  პროფესიული ზრდის მიზნით ვგეგმავ ტრენინგის გავლას.


2016-2017 სასწავლო წელს ინგლისურს ვასწავლი IIIIV,V,IX,X,X,XI,XIIკლასებს.ჩემს მიერ განხორციელდა შემდეგი აქტივობები ინგლისური ენის გაუმჯობესების მიზნით.ვმონაწილეობდი უცხო ენის კათედრის მიერ დაგეგმილ ყველა ღონისძიებებში, ოლიმპიადებსა და კონფერენციებში. ვხელმძღვანელობდი  ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.
III-კლასში ყველა მოსწავლეს შეუძლია მითითებებისა და სავარჯიშოს უმარტივესი ინსტრუქციების გაგება. მცირე ზომის ტექსტების კითხვა, თარგმნა, მოყოლა. წერითი დავალებების შესრულება. აქვთ შემოქმედებითი უნარი, შეუძლიათ მხატვრულად ლექსების კითხვა, ინგლისური სიმღერების შესრულება. ვუკითხავდი ინგლისურ ზღაპრებს ვასმენინებდი  CD-ის დისკს (ტექსტებს, დიალოგებს, ლექსებს, სიმღერებს და ზღაპრებს).  ვაკეთებდით მარტივ პროექტებს, აფორმებდნენ ნახატებით და ნახატის ქვეშ აწერდნენ ინგლისურად დასახელებას. ეს აქტივობა ძალიან მოსწონთ და მოსწავლეები ხალისით ასრულებენ.
IV-კლასში მოსწავლეს შეუძლია ტექსტების კითხვა, თარგმნა, მოყოლა. წერითი დავალებების შესრულება. აქვთ შემოქმედებითი უნარი, შეუძლიათ მხატვრულად ლექსების კითხვა, ინგლისური სიმღერების შესრულება, თუმცა კლასში არიან სუსტი მოსწავლეებიც.  დაინტერესების მიზნით  ვუკითხავდი ინგლისურ ზღაპრებს ვასმენინებდი  CD-ის დისკს.ხალისით აკეთებენ მარტივ პროექტებს, აფორმებენ ნახატებით. ეს აქტივობა ძალიან მოსწონთ.შეუძლიათ კითხვების დასმა და მათზე პასუხის გაცემა.სურათის აღწერა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.გაკეთდა კედლის გაზეთები და პროექტები თემებზე, ,,გამოგონებები’’, ,,ფესტივალები’’, ,,დიდი ქალაქები’’.კლასში მუშაობას დადებითად ვაფასებ.
V-კლასში მოსწავლეებს შეუძლიათ ტექსტების დაშიფვრა-წაკითხვა, სხვადასხვა წერითი სავარჯიშოების შესრულება, ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა. წარმოთქმისას იცავენ შესაბამის ინტონაციას, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს. გაკეთდა კედლის გაზეთები თემებზე ,,ტბების და ოკეანეების ფრინველები’’, ,,ჩემი კლუბი’’, ,,ჩემი საყვარელი სპორტის სახეობა’’, პროექტები ,,თეატრალური კლუბი’’, ,,სპორტული კლუბი’’, ,,ჩემი საყვარელი ზღაპრის გმირები’’, ,,საოცნებო მოგზაურობა’’. კლასი აქტიურია. მუშაობას დადებითად ვაფასებ.
XI-კლასი აქტიურია, აკადემიური მოსწრება მაღალია. მოსწავლეები მუშაობდნენ დიდი მონდომებით მოცემულ დავალებებზე, მიღწეულია შედეგები ძირითადი მიმართულების მიხედვით. ყველა მოსწავლეს შეუძლია ტექსტის თხრობა, რთული კითხვების დასმა და მასზე პასუხის გაცემა, რთული გრამატიკული სავარჯიშოების დამოუკიდებლად  გაკეთება; წერილის, განცხადებების, მილოცვების მიწერა. შესრულდა შემდეგი აქტივობები: გაკეთდა პროექტები და კედლის გაზეთები თემებზე: ,,ჩემი საყვარელი ფილმი“, ,,ძველი და ახალი გამოგონებები“, ,,ქართველი და უცხოელი ქალი პოლიტიკოსები“, ,,ინგლისელი და ამერიკელი მწერლები“. მიიღეს მონაწილეობა Kings-ის ოლიმპიადაში. კლასში არ არის ჩამორჩენილი მოსწავლე.
X-კლასი საკმაოდ აქტიურია, დისციპლინირებული, აკადემიური მოსწრება მაღალია. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობაში. ყველას აქვს სამუშაო განაწილებული, ჯგუფური  მუშაობისას სწავლობენ ურთიერთ დახმარებას, აზრების  გაზიარებას და ურთიერთ თანამშრომლობას. ყველა ცდილობს თავისი ჯგუფი საუკეთესოდ წარმოაჩინოს, მათ მიერ შესრულებული პროექტები და კედლის გაზეთებია თემატიკაზე: ,,თინეიჯერთა პრობლემები,ბულინგი“, ,,ჩემი ერთი,ყველაზე დასამახსოვრებელი დღე“, ,,ინგლისური ენა, როგორც საერთაშორისო ენა მსოფლიოში“. მონაწილეობდნენ ოლიმპიადებში და დაჯილდოვდნენ სიგელებით.
X-კლასი. მიუხედავად იმისა რომ კლასში არიან ძლიერი მოსწავლეები, რამდენიმე მოსწავლე სუსტია, მათი აკადემიური მოსწრება დაბალია. დაინტერესების მიზნით ჯგუფური მეცადინეობის დროს სუსტი მოსწავლეები გავაერთიანე ერთ ჯგუფში და მივეცი კონკრეტული დავალება. პირველ ეტაპზე უნდა მოეძიებიათ ინფორმაცია მათთვის საყვარელ თემაზე, მაგალითად(საყვარელი ფილმის გმირი). მეორე ეტაპზე უნდა წარმოედგინათ კლასში თავიანთი მოძიებული მასალა. ჩართულობის აქტიურობამ მიაღწია უმაღლეს დონეს, ჯგუფმა საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი. კლასში მუშაობას ვაფასებ დადებითად.
XI-კლასი აქტიურია, ვიმუშავე მრავალმხრივი კუთხით,  პრეზენტაცია, დისკუსია, გონებრივი იერიში, კლასი ჩართულია  სხვადასხვა აქტივობებში: კედლის გაზეთის გაკეთება, პროექტი, საშინაო დავალებების შესრულება, დამატებითი ინფორმაციის  მოძიება.ყურადღებას ვამახვილებდი ცოდნის ამაღლებაზე.მარიამ ალადოშვილი აქტიურადაა  ჩამბული  Sherlock-ის,King-ის,Gau-s,Robinson-ისოლიმპიადებში. მაქსიმალური ქულების მოგროვებისათვის დაჯილდოვდა სიგელით.მუშაობას ვაფასებ დადებითად.
XII-კლასი. ძირითადი ყურადღება გამახვილებული მქონდა Cat-ის და ეროვნული ტესტების მუშაობაზე,რამაც დადებითი შედეგი გამოიღო.ყველა მოსწავლემ წარჩინებით ჩააბარა გამოცდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ 2015 წლის სექტემბერში 108-ე საჯარო სკოლა დარეგისტრირდა ამერიკული მშვიდობის კორპუსის მიერ ორგანიზებულ კონკურსში,სახელწოდებით ’’ნაციონალური მართლწერის კონკურსი ინგლისურ ენაში“(NESC-GE). უკვე 2 წელია ტოლს არ უდებთ ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებს და წინ მივიწევთ.გასულ წელს მოვხვდით ათეულში,წელს კი ხუთეულში.დიდი იმედი მაქვს მომავალ წელს 1 ადგილზე გავალთ.






მოსწავლეთ აკადემიური მოსწრება კლასების მიხედვით
კლასი
10 ქულა
9 ქულა
8 ქულა
7 ქულა
6 ქულა
5 ქულა
4 ქულა
3 ქულა
V-დ
10
2
2
5
8
5


IX-ბ
8
2
5
2
3
6


X-ა
6
4
4
4
5
5


X-ბ
2
1
1
5
5
13


XI-ბ
1
1
5
4
6
4


XII-ა
3
2
4
5
5
4













ვფიქრობ, სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები ორიენტირებულია მიზნის შედეგთან, მაგრამ საჭიროა ინდივიდუალური მუშაობა. პრობლემაზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვა.










სსიპ ქალაქ თბილისის 108-ე საჯარო სკოლის დირექტორს ქ-ნ მაია მღვდელაძეს ამავე საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებლის მაია თურმანიძის I სემესტრის ანგარიში

2015 სასწავლო წელს ინგლისურს ვასწავლი II,III,IV,VIII,IX,IX,X,XIკლასებს.I სემესტრის განმავლობაში ჩემს მიერ განხორციელდა შემდეგი აქტივობები ინგლისური ენის გაუმჯობესების მიზნით.ვმონაწილეობდი უცხო ენის კათედრის მიერ დაგეგმილ ყველა ღონისძიებებში, ოლიმპიადებსა და კონფერენციებში. ვხელმძღვანელობდი  ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.
 
II-კლასში ყველა მოსწავლეს შეუძლია მითითებებისა და სავარჯიშოს უმარტივესი ინსტრუქციების გაგება. მცირე ზომის ტექსტების კითხვა, თარგმნა, მოყოლა. წერითი დავალებების შესრულება. აქვთ შემოქმედებითი უნარი, შეუძლიათ მხატვრულად ლექსების კითხვა, ინგლისური სიმღერების შესრულება, თუმცა კლასში არიან სუსტი მოსწავლეებიც. მათთან  ჩავატარე შემდეგი აქტივობები. დაინტერესების მიზნით  ვუკითხავდი ინგლისურ ზღაპრებს ვასმენინებდი  CD-ის დისკს(ტექსტებს, დიალოგებს, ლექსებს, სიმღერებს და ზღაპრებს).  ვაკეთებდით მარტივ პროექტებს, აფორმებდნენ ნახატებით და ნახატის ქვეშ აწერდნენ ინგლისურად დასახელებას. ეს აქტივობა ძალიან მოსწონთ და მოსწავლეები ხალისით ასრულებენ.

III-კლასში მოსწავლეს შეუძლია ტექსტების კითხვა, თარგმნა, მოყოლა. წერითი დავალებების შესრულება. აქვთ შემოქმედებითი უნარი, შეუძლიათ მხატვრულად ლექსების კითხვა, ინგლისური სიმღერების შესრულება, თუმცა კლასში არიან სუსტი მოსწავლეებიც.  დაინტერესების მიზნით  ვუკითხავდი ინგლისურ ზღაპრებს ვასმენინებდი  CD-ის დისკს.ხალისით აკეთებენ მარტივ პროექტებს, აფორმებენ ნახატებით. ეს აქტივობა ძალიან მოსწონთ.შეუძლიათ კითხვების დასმა და მათზე პასუხის გაცემა.სურათის აღწერა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.კლასში მუშაობას დადებითად ვაფასებ.

IV-კლასში მოსწავლეებს შეუძლიათ ტექსტების დაშიფვრა-წაკითხვა, სხვადასხვა წერითი სავარჯიშოების შესრულება, ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა. წარმოთქმისას იცავენ შესაბამის ინტონაციას, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს. კლასი აქტიურია თუმცა არიან სუსტი მოსწავლეებიც, რომლებიც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებენ. მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით 2014-15 სასწავლო წელს  შემოვიღე ეგრეთ წოდებული,,მედლები“. მედალი მრგვალი ფორმისაა, მასზე გამოსახულია ინგლისის დროშა და აქვს წარწერა 108 საჯარო სკოლა. მოსწავლე მედალს იღებს ერთ-ერთ  აქტივობაში.  მაგ. კითხვა, წერა, მოყოლა, გრამატიკული სავარჯიშოების შესრულება და დისციპლინა. ჩამოთვლილი ყველა აქტივობების წარმატებით შესრულების შედეგად მოსწავლე აგროვებს  25 მედალს, რომელიც დასაჩუქრდება(სურპრიზით). სურპრიზში შედის ინგლისური ზღაპრების წიგნი და ტკბილეული. კლასი გახდა მეტად აქტიური, მოწესრიგებული და მონდომებული. ყველა ცდილობს ბევრი მედლის მოპოვებას.

VIII-კლასი აქტიურია, აკადემიური მოსწრება მაღალია. მოსწავლეები მუშაობდნენ დიდი მონდომებით მოცემულ დავალებებზე, მიღწეულია შედეგები ძირითადი მიმართულების მიხედვით. ყველა მოსწავლეს შეუძლია ტექსტის თხრობა, რთული კითხვების დასმა და მასზე პასუხის გაცემა, რთული გრამატიკული სავარჯიშოების დამოუკიდებლად  გაკეთება; წერილის, განცხადებების, მილოცვების მიწერა. I სემესტრის  განმავლობაში შესრულდა შემდეგი აქტივობები: გაკეთდა პროექტები და კედლის გაზეთები თემებზე: ,,ჩემი საყვარელი წიგნი“, ,,თანამედროვე ტექნოლოგია“, ,,ქართველი ქალი პოლიტიკოსები“, ,,ინგლისელი მწერლები“.მიიღეს მონაწილეობა Kings-ის ოლიმპიადაში. კლასში არ არის ჩამორჩენილი მოსწავლე.

IX-კლასი საკმაოდ აქტიურია, დისციპლინირებული, აკადემიური მოსწრება მაღალია. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობაში. ყველას აქვს სამუშაო განაწილებული, ჯგუფური  მუშაობისას სწავლობენ ურთიერთ დახმარებას, აზრების  გაზიარებას და ურთიერთ თანამშრომლობას. ყველა ცდილობს თავისი ჯგუფი საუკეთესოდ წარმოაჩინოს, მათ მიერ შესრულებული პროექტები და კედლის გაზეთებია თემატიკაზე: ,,თინეიჯერთა პრობლემები“, ,,ჩემი საყვარელი მხატვარი“, ,,ინგლისური ენა, როგორც საერთაშორისო ენა მსოფლიოში“. მონაწილეობდნენ ოლიმპიადებში და დაჯილდოვდნენ სიგელებით.

IX-კლასი. მიუხედავად იმისა რომ კლასში არიან ძლიერი მოსწავლეები, რამდენიმე მოსწავლე სუსტია, მათი აკადემიური მოსწრება დაბალია. დაინტერესების მიზნით ჯგუფური მეცადინეობის დროს სუსტი მოსწავლეები გავაერთიანე ერთ ჯგუფში და მივეცი კონკრეტული დავალება. პირველ ეტაპზე უნდა მოეძიებიათ ინფორმაცია მათთვის საყვარელ თემაზე, მაგალითად(საყვარელი ფილმი). მეორე ეტაპზე უნდა წარმოედგინათ კლასში თავიანთი მოძიებული მასალა. ჩართულობის აქტიურობამ მიაღწია უმაღლეს დონეს, ჯგუფმა საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი. კლასში მუშაობას ვაფასებ დადებითად.

X-კლასი აქტიურია, ვიმუშავე მრავალმხრივი კუთხით,  პრეზენტაცია, დისკუსია, გონებრივი იერიში, კლასი ჩართულია  სხვადასხვა აქტივობებში: კედლის გაზეთის გაკეთება, პროექტი, საშინაო დავალებების შესრულება, დამატებითი ინფორმაციის  მოძიება.ყურადღებას ვამახვილებდი ცოდნის ამაღლებაზე.მარიამ ალადოშვილი აქტიურადაა  ჩამბული  Sherlock-ის,King-ის,Gau-s,Robinson-ისოლიმპიადებში. მაქსიმალური ქულების მოგროვებისათვის დაჯილდოვდასიგელით.მუშაობას ვაფასებ დადებითად.

XI-კლასი. გაკეთდა კედლის გაზეთები  და პრეზენტაციები თემაზე,,დიდი პოლიტიკოსები“,  ,,დიდი ბრიტანეთის მონარქია“, ,,მსოფლიოს თანამედროვე საოცრება“. მოსწავლეთა 70-ე სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას ანა სურმანიძე და მარი ხვადაგიანი, წარდგენილია თემები ,,ტყე-დედამიწის ფილტვები“, „თინეიჯერთა პრობლემები“.
აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ 2015 წლის სექტემბერში 108-ე საჯარო სკოლა დარეგისტრირდა ამერიკული მშვიდობის კორპუსის მიერ ორგანიზებულ კონკურსში,სახელწოდებით ’’ნაციონალური მართლწერის კონკურსი ინგლისურ ენაში“(NESC-GE).
2015 წლის 30 ოქტომბერს სკოლაში ჩატარდა ადგილობრივი რაუნდი.მონაწილეობა მიიღო 35 მოსწავლემ(8-12 კლასები).
გამოვლინდა 2 გამარჯვებული 8-9 კლასებიდან მაია მორბედაძე და გიორგი ვარამაშვილი.10-12 კლასებიდან ანა სურმანიძე და მარი ალადოშვილი.გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით და გადავიდნენ მეორე ტურში(რეგიონალური რაუნდი),რომელიც ჩატარდა 2015 წლის 12 დეკემბერს ქართულ ამერიკულ უფროსკლასელთა სკოლაში.

შეჯიბრი გაგრძელდა 6 საათის განმავლობაში.მარი ალადოშვილი ტოლს არ უდებდა ამერიკული და ბრიტანული სკოლის მოსწავლეებს,ბევრი მათგანი ჩამოიტოვა უკან და გადავიდა ათეულში თბილისის მაშტაბით.ათეულიდან უნდა გასულიყო მხოლოდ 4 მოსწავლე.სამწუხაროდ მხოლოდ 1 შეცდომის გამო მარი ალადოშვილი ვერ მოხვდა ოთხეულში.დასაჩუქრდა მაისურით და სერთიფიკატით მუშაობას ვაფასებ დადებითად, იმედი მაქვს  II სემესტრი უფრო აქტიური, ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.









მეორე სემესტრის ანგარიში