среда, 4 июля 2018 г.

მოსწავლეთა ნამუშევრები

მოსწავლეთა სხვადასხვა ნამუშევრები

2017-2018 წწ


კლასი:I
საგანი: ინგლისური ენა
თემა: ჩემი ოჯახი

რეფლექსია

პირველი კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს ახალი ლექსიკური  ერთეულები, გათვალისწინებული თემის (ოჯახი) შესატყვისი 6-8 ახალი სიტყვის და რამდენიმე ფრაზის სწავლებით.ახალი სიტყვების მნიშვნელობის დამახსოვრების  მიზნით მოსწავლეები ხატავენ ოჯახის წევრებს,ნახატის შესაბამის სიტყვას წერენ ქვეშ.ამის შემდეგ გამოდიან დაფასთან და აკეთებენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციას.


                       



კლასი:I
საგანი: ინგლისური ენა
თემა: ცხოველები და სხვადასხვა

რეფლექსია


ძირითადი ლექსიკური ერთეულების a cat, a dog, a bag, an apple, a log, fog და განუსაზღვრელი არტიკლის დამახსოვრების მიზნით ხატავენ დასახელებულ ცხოველებს,წერენ მათ სახელებს ნახატის ქვეშ,გამოდიან აჩვენებენ თავის ნამუშევარს თანაკლასელებს,ასახელებენ მათ და იყენებენ მარტივ წინადადებას: It is a dog.




                                       


                         


                                           




კლასი:III
საგანი: ინგლისური ენა
თემა:მისალოცი ბარათები

რეფლექსია

მოსწავლეები ამზადებენ დედის დღისადმი მიძღვნილ ღია ბარათებს,ფერადი ქაღალდებიდან გამოჭრიან ყვავილებს,წერენ მისალოც ტექსტს და უძღვნიან დედებს.

                                   



                                       





კლასი:III
საგანი: ინგლისური ენა
თემა:სასაცილო მონსტრი

რეფლექსია

შესწავლილი ლექსიკის საფუძველზე მოსწავლეები ხატავენ მონსტრს საკუთარი წარმოსახვით,აღწერენ მათ ზედსართავი სახელების გამოყენებით და აკეთებენ პრეზენტაციას.







კლასი:III
საგანი: ინგლისური ენა
თემა:წელიწადის დროები

რეფლექსია


                       

                                       


                                 
კლასი:III
საგანი: ინგლისური ენა
თემა:ზღვის ქმნილებები

რეფლექსია






                                 

  
                                       



2016-2017 წწ

კლასი:III
საგანი: ინგლისური ენა
თემა:ზამთარი

რეფლექსია

მოსწავლეები ხალისით ხატავენ ზამთართან დაკავშირებულ სხვადასხვა სურათებს. გამოდიან დაფასთან და აღწერენ თავიანთ ნამუშევარს. ეს აქტივობა მათ ძალიან მოსწონთ.










კლასი: III
საგანი: ინგლისურუ ენა
თემა: პატარა მონსტრი

რეფლექსია

სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტის წაკითხვის და გააზრების შემდეგ მოსწავლეები ხატავენ,აღწერენ მოთხრობის გმირს













კლასი: III
საგანი: ინგლისური ენა
თემა: ლექსი-სიმღერა "ედელვაისი"

რეფლექსია

მოსწავლეები ყვებიან ლექსს "ედელვაისი", შემდეგ ვასწავლი სიმღერას.ხალისით და მონდომებით ასრულებენ დავალებას.გაკვეთილის ბოლოს დამოუკიდებლად მღერიან.განსაკუთრებით გამოირჩევიან გოგონები.გაკვირვებული და აღფრთოვანებული ვარ სიმღერის ხარისხიანი შესრულებით.


                                         






კლასი:III
საგანი: ინგლისური ენა
თემა: მისალოცი ბარათების გაკეთება და მისალიცი ტექსტის შედგენა

რეფლექსია

მოსწავლეებს მივეცი დავალება გაეკეთებინათ მისალოცი ბარათები და შეედგინათ მისალოცი ტექსტი.შეუდგნენ ბარათების გაკეთებას,გაფერადებას,ქაღალდის ყვავილების გამოჭრას,ტექსტის მოფიქრებას და ბარათზე დაწერას.







კლასი:IV
საგანი: ინგლისური ენა
თემა: გამოგონებები

რეფლექსია




კლასი: III
საგანი: ინგლისური ენა
თემა: წელიწადის დროები

რეფლექსია

მოსწავლეებს გაკვეთილზე მივეცი დავალება.უნდა დაეხატათ ნახატები თემატიკაზე "წელიწადის დროები"და ჩაეწერათ ინგლისურად თითოეული სეზონის დახასიათება.ხალისით შეუდგნენ მუშაობას და შექმნეს ნახატები,რომლებიც,ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა.













კლასი: III
საგანი: ინგლისური ენა
თემა: ლექსი "აქ არის ბენდი"

რეფლექსია

მოსწავლეები ყვებიან ლექსს. შემდეგ ხატავენ ლექსის პერსონაჟებს. გულმოდგინეთ არჩევენ ფერებს და აფერადებენ. ნახატები მართლაც შესანიშნავია, უზომოდ კმაყოფილი ვარ.












კლასი : III
საგანი: ინგლისური ენა
თემა: საყვარელი მულტიპლიკაციური ფილმის გმირი

რეპლექსია

გაკვეთილის თემა-ჩემი საყვარელი მულტიპლიკაციური პფილმის გმირი.მოსწავლეები მონდომებით და მხიარულად შეუდგნენ მუშაობას.ყველა მათგანმა თავისი საყვარელი გმირი დახატა და შეძლებისდაგვარად ინგლისურსდ დააწერა სახელი.









































Комментариев нет:

Отправить комментарий