среда, 10 февраля 2016 г.

ჩატარებული ღონისძიებები

საახალწლო ზეიმი




სკოლაქ.თბილისის 108-ე საჯარო სკოლა
კლასი II
საგანიინგლისური ენა
მოსწავლეთა რაოდენობა28
ღონისძიების სახელი"საახალწლო ზეიმი"
განსახორციელებელი ვადები4 კვირა
ღონისძიების მიზანი/შედეგი:  ღონისძიების მიზანია საახალწლო განწყობის შექმნა. მოსწავლეები მოირგებენ სახალისო იუმორისტულ როლებს, შეასრულებენ ენერგიულ და საახალწლო სიმღერებს.ყოველივე ეს კი მაყურებელს სასიამოვნო განწყობას შეუქმნის.აგრეთვე ღონისძიების მიზანია მოსწავლეებს განუვითაროს საკუთარი თავის წარმოჩენის უნარი. ღონისძიებაზე მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ექნებათ საკმარისი გამოცდილება და შეძლებენ გადალახონ აუდიტორიის წინაშე სიტყვით, სიმღერითა თუ თეატრალური ნომრის წარდგენასთან დაკავშირებული სირთულეები.



                                             პროგრამა

1. სიმღერები:"Jingle Bells","I Wish You A Happy New Year And Merry Cristmas"
2.თეატრალურ/იუმორისტული ნომრები: "სამი გოჭი", "კნუტები"


                                             რეფლექსია

ღონისძიებამ აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა. მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ დავალებებს. დამსწრე აუდიტორიას მუსიკალური და თეატრალური ნომრები შესთავაზეს. მოსწავლეთა სამოსი საშობაო ორნამენტებით იყო მორთული, რამაც მაყურებლებს სასიამოვნო განწყობა თავიდანვე შეუქმნა. მოსწავლეები სხვადასხვა სახალისო ნომრებით ცვლიდნენ ერთმანეთს. ყველა კმაყოფილი დარჩა.მისალოცი და საქები სიტყვები წარმოსთქვეს დამსწრე მასწავლებლებმა და სკოლის დირექტორმა ქლ. მაია მღვდელაძემ. პირადად მე ძალიან კმაყოფილი და გახარებული ვარ.


                                                  ფოტო კოლაჟი



















































ვიდეო კოლაჟი



















სკოლაქ.თბილისის 108-ე საჯარო სკოლა
კლასი IV
საგანიინგლისური ენა
მოსწავლეთა რაოდენობა28
ღონისძიების სახელი"საახალწლო ზეიმი"
განსახორციელებელი ვადები: 3 კვირა
ღონისძიების მიზანი/შედეგი:  ღონისძიების მიზანია საახალწლო განწყობის შექმნა. მოსწავლეები წარმოთქვავენ საშობაო და საახალწლო ლექსებს, შეასრულებენ საახალწლო სიმღერებს,მიულოცავენ დამდეგ შობა-აალ წელს დამსწრე საზოგადოებას.ყოველივე ეს კი მაყურებელს სასიამოვნო განწყობას შეუქმნის.აგრეთვე ღონისძიების მიზანია მოსწავლეებს განუვითაროს საკუთარი თავის წარმოჩენის უნარი. ღონისძიებაზე მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ექნებათ საკმარისი გამოცდილება და შეძლებენ გადალახონ აუდიტორიის წინაშე სიტყვით, სიმღერითა თუ თეატრალური ნომრის წარდგენასთან დაკავშირებული სირთულეები.

                                             პროგრამა

1. სიმღერები:"Jingle Bells",
2.საშობაო და საახალწლო ლექსების წაკითხვა,მილოცვა


                                             რეფლექსია

ღონისძიებამ აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა. მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ დავალებებს. დამსწრე აუდიტორიას მუსიკალური და ლიტერატურული ნომრები შესთავაზეს. მოსწავლეთა სამოსი საშობაო ორნამენტებით იყო მორთული, რამაც მაყურებლებს სასიამოვნო განწყობა თავიდანვე შეუქმნა. ყველა კმაყოფილი დარჩა. მისალოცი და საქები სიტყვები წარმოსთქვეს დამსწრე მასწავლებლებმა და სკოლის დირექტორმა ქლ. მაია მღვდელაძემ. პირადად მე ძალიან კმაყოფილი და გახარებული ვარ. ყველა მოსწავლემ საუკეთესოთ წარმოაჩინა საკუთარი თავი.


ფოტო კოლაჟი